ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრი დღეს დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩევს

ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრი დღეს დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩევს

ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრი დღეს, დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩევს, - იუწყება სააგენტო Reuters. 

თითოეულ შტატში და კოლუმბიის ოლქში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები შეიკრიბებიან, რათა პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურად ხმა მისცენ. 

ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული კენჭისყრა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს შეცვლის, რომელიც დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ხმათა უმრავლესობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლების ხმათა რაოდენობით ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა. 

ფედერალური კანონის თანახმად, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები 19 დეკემბერს იკრიბებიან და თითოეული წევრი ხელს აწერს ექვს ასლს, რომელიც პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტისთვის მათ მიერ მიცემულ ხმას ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ 6 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად უნდა დაითვალოს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები. აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.