იემენის ქალაქ ადენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი, ტერორისტების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ადენში სისხლიანი თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად დაიღუპა 49 და დაშვდა 60-ზე მეტი ჯარისკაცი.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამხედროები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ, რა დროსაც რადიკალმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.