აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილობრივი ჟურნალისტი ემსხვერპლა. თამაზ ქობულაძეს, რომელიც TV12-ის კორესპონდენტი იყო, სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. შემთხევევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გუშინ საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.