კახა კალაძე ტრაბზონში სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

კახა კალაძე ტრაბზონში სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თურქეთის ქალაქ ტრაბზონში სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერი  საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.  კახა კალაძე, თურქმა კოლეგამ, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურების მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა მიიწვია.

სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმყოფებოდა.

აკიაზის ახლად გახსნილი სტადიონი 41, 513  მაყურებელს იტევს.