სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი ავტობუსები გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ავტობუსები დანიშნულების ადგილას ადგილობრივი დროით შუადღით მივიდნენ.
ავტობუსები ალეპოში წითელი ჯვრისა და სირიულ-არაბული წითელი ჯვრის ზედამხედველობით შევიდა. სირიაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ელიზაბეტ ჰოფის განმარტებით, ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ევაკუაციის პროცესი ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის დაიწყება.