ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას kutaisitoday ავრცელებს.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაზე გამოყენებულია ნოდარ ლომჯარიას ფოტო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.