მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარი მეტრნახევარს აღწევს. ამჟამად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ცალკეულ სოფლებში, სადაც მიცვალებულები და მძიმე ავადმყოფები იმყოფებიან, გზის გამწენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც შუახევის გამგებელი აცხადებს, შიდა სასოფლო საავტომობილო გზების გაწმენდა ხვალიდან მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით დაიწყება. ტარიელ ებრალიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დამატებით კერძო ტექნიკას დაიქირავებს.

ინტენსიურად იწმინდება შიდა სასოფლო გზები ქედის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო მიმოსვლა სოფლების ნაწილში მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც შესაძლებელია. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დაზიანების გამო, მაღალმთიან აჭარაში დენი მცირე ნაწილს არ მიეწოდება. ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.