საქართველოში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დღისით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს მასშტაბით დღეს შუადღიდან გამოიდარებს და ნალექი თოვლის სახით მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.
ნიორაძის განცხადეებით, 19 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამე კი ყინვა გაძლიერდება.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამით დასავლეთ საქართველოში -3 +2, ზოგ რაიონში -7, ხოლო მაღალ მთაში -20 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით -25 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში კი ღამე -6 -7 გრადუსის ფარგლებში იქნება.