ნიდერლანდებმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის სადაზვერვო საქმიანობა გააკრიტიკა

ნიდერლანდებმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის სადაზვერვო საქმიანობა გააკრიტიკა

ნიდერლანდებმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლების (იმამი) მიერ მათ ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობის შესრულება გააკრიტიკა.

BBC-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კუნდერსმა, თურქეთის ელჩი ჰააგაში სადიკ არსლანი დაიბარა და განუცხადა, რომ რელიგიური საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობა მიუღებელია.

კუნდერსის განცხადებით, იმამების მიერ ნიდერლანდებში თურქეთის მოქალაქეების შესახებ სადაზვერვოს საქმიანობის შესრულება შემაშფოთებელია.

როგორც აღმოჩნდა, რელიგიური საქმეთა დეპარტამენტი გადატრიალების ცდელობის შემდეგ 38 სხვადასხვა ქვეყანაში სასულიერო პირების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანგარიშებს ამზადებდა. ანგარიშში 38 ქვეყანაში გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია იყო მოპოვებული.

მეჩეთის თანამშრომლების, რელიგიის კორდინატორისა და რელიგიის მრჩეველის მიერ მომზადებული ანგარიშები, სკოლების, კერძო სკოლების, ზოგიერთი კომპანიის, ასოციაციების, ფონდებისა და მედიასაშუალებების შესახებ ძალიან დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა.

წყარო: http://www.diken.com.tr/diyanetin-istihbarat-faaliyetine-hollandadan-tepki-kabul-edilemez/