ევროპის საკლუბო პირველობაზე

ევროპის საკლუბო პირველობაზე "ოქროს ლიგა" ქართული კლუბი "საგარეჯო სუპერსტარი" ჩემპიონი გახდა

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ძიუდოში გამართულ ევროპის საკლუბო პირველობაზე "ოქროს ლიგა" ქართული კლუბი - "საგარეჯო სუპერსტარი" ჩემპიონი გახდა. 
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართულ კლუბს - "მებრძოლი” ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 
აღსანიშნავია, რომ "საგარეჯომ" ფინალურ შეხვედრაში რუსულ "იავარა ნევას" სძლია ანგარიშით - 3:2, ხოლო "მებრძოლმა" კი წელს ბრინჯაო გერმანული "აბენსბერგის" დამარცხებით მიიღო.
ცნობისთვის, "ოქროს ლიგაში" ქალთა და ვაჟთა 8-8 გუნდმა იასპარეზა.