ამ ეტაპზე არა გვაქვს მოლოდინი, რომ ინფლაციის რისკი გვექნება, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააკეთა.
”ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, დოლარის გამყარება ლართან არ არის დაკავშირებული ინფლაციურ მოვლენებთან. წინა თვეში ინფლაცია დაახლოებით 0.2% იყო, ოქტომბერში იყო დეფლაციური მაჩვენებელი. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინები, რომ ინფლაციის რისკები გვექნება და ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს გასცდება. არ ველოდებით საქონლის გაძვირებას სხვადასხვა მიმართულებით”, - განაცხადა გაგუამ უმრავლესობასთან შეხვედრისას.
უმრავლესობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.