ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ თუ ადამიანური რესურსის მიმართ განხორციელდება ოპტიმიზაცია, პროფესიონალები უნდა დარჩნენ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას კითხვას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციითა და ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების საკითხით დაინტერესდდა.
”რადგან მთავრობა ამასთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყებაში გეგმავს ადმინისტრაციული ხარჯებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების 10-10%-იან შემცირებას, ეს იქნება მექანიკური პროცესი, თუ მაინც გვაქვს რაღაც ორიენტირები, ვინაიდან ობიექტურად ვშიშობთ, რომ ეს არ იყოს მტკივნეული კვალიფიციური ადამიანური რესურსების გადინებისა და დაკარგვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
ფინანსთა მინისტრი 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობას აცნობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე წარუდგინა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”საქართველოს პატრიოტებს”.