კონდოლიზა რაისი:  რექს ტილერსონი შესანიშნავი არჩევანია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე

კონდოლიზა რაისი: რექს ტილერსონი შესანიშნავი არჩევანია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე

რექს ტილერსონი შესანიშნავი არჩევანია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, - წერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რექს ტილერსონს ფართო საერთაშორისო გამოცდილება, გლობალური ეკონომიკის სიღრმისეული გაგება და მსოფლიოში შშ-ის განსაკუთრებული როლის რწმენა გააჩნია.

„რექსს როგორც წარმატებულ ბიზნესმენსა და პატრიოტს ვიცნობ. ის წარმოადგენს აშშ-ის ინტერესებსა და ღირებულებებს გაბედულად და ერთგულად. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალს პატივისცემითა და ერთგულებით გაუძღვება. მხარს დავუჭერ რექსს დანიშვნის პროცესის ფარგლებში და შემდეგ კი მივესალმები მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნების ოჯახში“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

დღეს აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა.