”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მაია რჩეულიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გამოკვლევების ჩატარების მიზნით მოხდა.
”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის სამოქალაქო საავდმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად რჩეულიშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, მისი მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიგეგმა.