სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს დებილები უწოდა

სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს დებილები უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტრთა შეკრებაზე პროტოკოლური შეხვედრისას ჟურნალისტებს დებილები უწოდა.

ინციდენტი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრამდე მოხდა. პროტოკოლური შეხვედრის შემდეგ, როგორც წესი, დიპლომატები პრესას მადლობას უხდიან, რაც იმის ნიშანია, რომ ოპერატორებმა გადაღება უნდა დაასრულონ. თუმცა, ერთ-ერთი ოპერატორი გარკვეული მიზეზების გამო შეყოვნდა იმის გადასაღებად, თუ როგორ გაივლიდნენ კამერების წინ.

„ამან, რუსული დიპლომატიის შეფი აღაშფოთა, ის პირადად მივიდა მედიის წარმომადგენლებთან და მათ ინგლისურად მიმართა: „რა გნებავთ? დებილები!“, - წერს მედია.