სპეციალისტები ქართლში ბანას ანალოგიური ტაძრის მშენებლობის საკითხზე მსჯელობენ. ამ თემაზე შეხვედრა საპატრიარქოში დღეს გაიმართა.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე სვიმონ ცაკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგის მაკეტი და პროექტი წარუდგინა.
მეუფის განცხადენით, ბანა ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია. მშენებლობა სურამის ტბის თავზე იგეგმება, რომელიც გეოგრაფიულად ბანას ადგილმდებარეობის ანალოგია. ტაძარს ექნება, როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო ფუნქცია.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, ბანა არის მართლაც შედევრი, თუმცა უნდა შედგეს მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება მისი ანალოგის აშენება.
„მიჩნდება ერთი კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ბანის განმეორება, საჭიროა თუ არა ეს შედევრი განმეორდეს, შედევრი უნდა დარჩეს ერთი. როცა ვემზადებოდით სამების ტაძრის ასაშენებლად, წარმოდგენილი იყო 170 პროექტი, მათ შორის ბანას მსგავსი პარიზელმა არქიტექტორმა წარმოადგინა და მაშინ, რა რა თქმა უნდა, ეს არ გავიდა. მინდ,ა მივმართო კითხვით არქიტექტორებს, მეცნიერებს და ხელოვანებს. მათ უნდა იმსჯელონ, რამდენად მიზანშეწონილია ეს განმეორდეს", - მიმართა ილია მეორემ პროექტის ავტორს და სთხოვა, ხელოვნებათმცოდნეების ჰკითხონ აზრი.
ბანა ისტორიულ ტაოში, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირთან მდებაორებს. ამჟამად „ფანაკის“ სახელწოდებით თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.