ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა იმედის გამოთქვამს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქლაქეებთან ურთერთობების დათბობაში.
როგორც ხულროდავამ გადაცემა 2030-ში აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის ყველა სიკეთით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების დათბობის საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთო ქვეყანა, გვაქვს საერთო სიკეთეები, რომელიც შეიძლება მივიღოთ და ამ სიკეთეებით აუცილებლად უნდა ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, ეს არის მაქსიმალური ჩართულობა და ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იქნება, მათაც მაქსიმალურად გაეხსნათ საზღვრები, მიიღონ ყველა ის სიკეთე, რაც მოაქვს მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.