ამერიკის მოქმედ პრეზიდენტთან გუშნდელი საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარაქ ობამასთან შეხვედრისას უამრავ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის სასიამოვნოზე და არსებულ სირთულეებზე.
მისივე თქმით, ობამამ მას არსებული მიღწევები გააცნო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის განცხადებით, ის ბარაქ ობამასთან მომავალ შეხვედრებსაც ელოდება.
„ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება“, - განუცხადა თავის მხრივ ტრამპს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეხვედრის ბოლოს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.