უგულავაც და მერაბიშვილიც, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირები, იღებდნენ ხელფასს

უგულავაც და მერაბიშვილიც, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირები, იღებდნენ ხელფასს

გიგი უგულავაც და ვანო მერაბიშვილიც დღემდე არიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და როგორც პარტიის თანამდებობის პირები იღებდნენ ხელფასს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისივე თქმით, პარტიის მაღალჩინოსნების ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ხელფასების გაცემა დაფინანსებისა და შემოწირულობების ხარჯზე ხდებოდა. წერეთლის განმარტებით, პარტიაში არსებული ფინანსური პროლემების გამო გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ერთი წელია ხელფასებს აღარ იღებენ.

“გიგი უგულავაც და ვანო მერაბიშვილიც დღემდე არიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და როგორც პარტიის თანამდებობის პირები, იღებდნენ ხელფასს. პარტიას აქვს ოფიციალური დაფინანსება, როგორც სხვა პარტიებს და სწორედ ამ დაფინანსების მეშვეობით იღებდნენ ხელფასებს. ჩემი ინფორმაციით, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი უკვე ერთი წელია არ იღებენ ანაზღაურებას, რადგან პარტიას ჰქონდა საკმაოდ რთული ფინანსური ვითარება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა პარტიიდან ხელფასის სახით ყოველთვიურად 3750 ლარს, ხოლო ვანო მერაბიშვილი 3 875 ლარს იღებდა.