ამერიკული პრესის პროგნოზით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი გახდება.
ამ პროგნოზს ტელეკომპანია BBC ეთანხმება, რომელიც აღნიშნავს, რომ გინგრჩის თავის დროზე თანამდებობის დატოვება ეთიკური ნორმების დარღვევის გამო მოუწია, რადგან თანამშრომელთან რომანი ჰქონდა.
ტელეკომპანია CNN წერს, რომ 73 წლის პოლიტიკოსი და დიპლომატი ნიუტ გინგრიჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მთავარი კანდიდატია, თუმცა არიან სხვებიც: ესენია ალაბამას სენატორი ჯეფ სეშნსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაერო-ში ჯონ ბოლტონი, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი და თენესის შტატის სენატორი რობერტ კორკერი.
სააგენტო France Press ირწმუნება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს ნიუტ გინგრიჩი დაიკავებს.