უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა

„თანამდებობიდან ოდესის გუბერნატორის გათავისუფლება ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი პირადი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ვალდებულებების და გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესრულდებოდა“,- განუცხადა პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საინფორმაციო პორტალს Newsyou.info.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ საუბარი იყო სხვადასხვა მოთხოვნებზე, მათ შორის ოდესა-რენის ტრასის მშენებლობაზე და ოდესის ოლქში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებაზე. „არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. სააკაშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გადადგა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს“-აღნიშნეს უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიაში.