გია ვოლსკი:   მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს ხელისუფალი ან გადატრიალების ლიდერი

გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს ხელისუფალი ან გადატრიალების ლიდერი

სააკაშვილის რევოლუციური დაპირისპირებების ორგანიზება და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, არ არის გასაკვირი, რომ მისივე პარტიაში ბევრისთვის მისაღები არ იყოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა აკრიტიკონ სააკაშვილი პარტიის შიგნითაც, ამით საბოლოო შედეგი არ იცვლება - „ეს პარტია არის აგრესიული, ძალადობრივი მეთოდების მქონე პარტია, რომელსაც სააკაშვილი მართავს“.

”სააკაშვილის რევოლუციური დაპირისპირებების ორგანიზება და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, არ არის გასაკვირი, რომ მისივე პარტიაში ბევრისთვის მისაღები არ იყოს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პარტია მისი შექმნილია, მისი პირმშოა. ამ პარტიაშია თვითონ პრობლემა. პარტიის შიგნით რაც არ უნდა აკრიტიკონ სააკაშვილი, ამით რაიმე საბოლოო შედეგი არ იცვლება - ეს პარტია არის აგრესიული, ძალადობრივი მეთოდების მქონე პარტია, რომელსაც სააკაშვილი მართავს. სააკაშვილს ან უნდა იყოს ხელისუფალი ან უნდა იყოს ლიდერი გადატრიალების. ეს აქვს არჩევანი თავისთვის დაყენებული. იგივე არჩევანი აქვს დაყენებული თავისი პარტიის წევრებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც პარლამენტში შემოვიდა. ეს არის რეალობა. დესტრუქციული ძალაა ”ნაციონალური მოძრაობა” და ყველას, ვისაც სურვილი ექნება, ამ დესტრუქციული ფორმატიდან გავიდეს, ძალიან გაუჭირდება, რადგან გადააწყდება სააკაშვილის წინააღმდეგობას, რომელიც წითელი ხაზების დარღვევის საშუალებას არ მისცემს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არამხოლოდ წარსულში, არამედ მომავალშიც, არაფერი მაქვს საერთო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ”ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

სააკაშვილი აღნიშნულ პირებს ”უაზრო ტიპაჟებს” უწოდებს.