რუსეთის ხელისუფლებას ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები საარჩევნო კამპანიის დროსაც ჰქონდა და არჩევნების შემდეგაც ექნება

რუსეთის ხელისუფლებას ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები საარჩევნო კამპანიის დროსაც ჰქონდა და არჩევნების შემდეგაც ექნება

რუსეთის ხელისუფლებას დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები საარჩევნო კამპანიის დროსაც ჰქონდა და არჩევნების შემდეგაც ექნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გასაგებია, რომ ვიცნობთ იმ ადამიანების უმეტეს ნაწილს,რომლებიც მის უახლოეს გარემოცვაში შედიან. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის იყვნენ საჯარო პირები და ძალიან საპასუხისმგებლო პოსტები ეკავათ. ვერ ვიტყვი რომ ყველა, მაგრამ რიგ მათგანს რუსეთის წარმომადგენლებთან ჰქონდა კონტაქტი“, - განაცხადა რიაბკოვმა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.