ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ სურათს გადაიღებენ

ჯიმი ჰენდრიქსის შესახებ სურათს გადაიღებენ

გამოცემა “Entertainment Weekly”-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კინორეჟისორი ჯონ რიდლი ახალი სურათის გადაღებას შეუდგება. ამ ფილმის სახელწოდებაა “All Is By My Side” და ცნობილი ამერიკელი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსის ცხოვრების ერთ ეპიზოდს მიეძღვნება.

1967 წლის მაისში მუსიკოსმა ლონდონში ალბომი “Are You Experienced” ჩაწერა. ზემოთდასახელებულ ფილმში ეს მოვლენა იქნება გაშუქებული.

ჯერჯერობით უცნობია ჯიმი ჰენდრიქსის როლს რომელი მსახიობი შეასრულებს.

ცნობილია რომ ერთ-ერთი მთავარ როლში სურათში რეპ-დუეტი “Outkast”-ის წევრ ანდრე 3000-ს ვიხილავთ. ანდრე ბენჯამინს (ანდრე 3000-ის ნამდვილი სახელი) სხვადასხვა კინოსურათებში თამაშის გარკვეული გამოცდილება გააჩნია.