ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს: ქუმსიშვილი, სერგეენკო, კალაძე - ბიძინა ივანიშვილი

ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს: ქუმსიშვილი, სერგეენკო, კალაძე - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას ფავორიტი მინისტრები კი არა, ბევრი საყვარელი მინისტრი ჰყავს. 
კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მის საყვარელ მინისტრებს შორის, დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე არიან.

"ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს - ნახეთ როგორ მუშაობს ქუმსიშვილი, სერგეენკო, კალაძე. ბევრი ჩამოუთვლელი დამრჩება და ნაწყენები დარჩებიან. ასევე, თეა წულუკიანი. რამდენიც გნებავთ, იმდენია - პირველ რიგში, სტანდარტებს იცავენ. მინისტრთა შორის გრადაცია, შესაძლოა, მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით გააკეთო, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს. ასევე, სოზარ სუბარი.  ახალი მინისტრებიც ძალიან კარგები არიან",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.