„ოლიმპიური პროექტის“ ჩავარდნის საფრთხე და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სოჭში (VIDEO)

„ოლიმპიური პროექტის“ ჩავარდნის საფრთხე და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სოჭში (VIDEO)

2012 წელს სოჭში წყალმომარაგების სრული მოდერნიზაციისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯება - აცხადებს ქალაქის ადმინისტრაციის პრეს სამსახური. დღესვე გადაწყდება დიდი სპორტული არენის განათების საკითხები.  პრესრელიზში ნათქვამია, რომ არენის დარბაზს 250-ზე მეტი პროჟექტორი გაანათებს.

„ფერთა სპექტრი, მხოლოდ დინამიური განათებით არ შემოიფარგლება, მან შეიძლება ასახოს ნებისმიერი განწყობა და მიიღოს სხვადასხვა ეფექტი. მაგალითად, დარბაზის თავისუფალი სივრცე, ზაფხულის ცხელ დღეებში, ღია ლურჯი განათებით გადაწყდება, რაც, სტუმრების დასვენებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის.

ამ მომენტისთვის დარბაზის ფოიეში მიმდინარეობს კედლების მოხატვის დეკორატიული სამუშაოები. გარდა ამისა, აგებენ სპეციალურ გრანიტის იატაკს, რომ თავიდან აიცილონ მასზე მოსრიალების შემთხვევები. ასევე ამონტაჟებენ გიფსოკარდონის ჭერებსა და სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებზეც მინის კონსტრუქციები აშენდება.

დღესვე დასრულდა სპეციალურად სოჭის ოლიმპიადისთვის შექმნილ, რამდენიმე ავტოპარკზე  მუშაობაც. უკვე გაკეთებულია ავტოპარკი 200 სატრანსპორტო მანქანისთვის, რომელიც სოჭის ოლიმპიადის დროს მძღოლებს მოემსახურება. 2013 წლამდე კიდევ შვიდი ასეთი ავტოპარკის შექმნა იგეგმება. ოლიპიური თამაშების დროს ეს სადგომები, გამოყოფილი იქნება დაახლოებით სამი ათასზე მეტი მანქანისა და ათასობით ავტობუსისთვის.

სიახლეების პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, გავრცელდა ინორმაცია, რომ შეიძლებოდა ქალაქ სოჭში 2014  წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშები,  ჩავარდნილიყო. ყოველ შემთხვევაში ეს საფრთხე, მთელ რიგი დაუსრულებელი სამშენებლო პროექტების სახით, ნამდვილად იდგა. როგორც ამბობდნენ, მშენებლობების დასრულება ვერ ესწრებოდა, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებს ეკისრებათ.

სახელმწიფო კომპანია „ოლიმპსტროის“ დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, კერძო კომპანიების მფლობელებმა ხელისუფლებას წერილობით მიმართეს, რათა აენაზღაურებინა ის ხარჯები, რაც მათ „ოლიმპსტროის“ მიერ ვადებში დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობით მიადგათ.   „ოლიმპსტროის“ ევალებოდა, კერძო კომპანიების სამშენებლო ობიექტების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა 80–90% დასრულებულია, ხოლო მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურა მხოლოდ 15–25% არის მზად.

შეფერხებული ობიექტებიდან 28 ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნაგებობაა, რომელთა აშენება კერძო კომპანიებს არ შეუძლიათ და ის ბოლომდე სახელმწიფოს პრეროგატივაა. მთავარ პრობლემად მაინც  ე.წ. დიდი სპორტული არენა, რჩება, სადაც ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, დაგეგმილ ვადებში ვერც ეს ობიექტი ესწრება,  რადგან ნაგებობის გადაპროექტებამ მშენებლობის ვადების გადაწევა გამოიწვია.

უკვე აშენებული ობიექტების  საიმედოობა და ხარისხიც საეჭვოა. პრობლემურ ობიექტებს შორის დასახელებულია სოჭის პორტი და ელექტროსადგური. ახალი სატვირთო პორტი კი, რომელიც ოლეგ დერიპასკას კომპანიამ სანახევროდ ააშენა, ძლიერმა ქარიშხალმა  გაანადგურა.

სოჭში ოლიმპიური ობიექტების ნაწილი საერთოდ არ აშენდება. ფაქტია, რომ პუტინის მხრიდან პირადი კონტროლისა და გახარჯული ასტრონომიული თანხების მიუხედავად ოლიმპიური პროექტი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა.