სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს, მის საარჩევნო ფონდში “პაჩკა სიგარეტის” თანხა გადარიცხონ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე წერს.
”მიმართვა პირველი! მთაწმინდის ამომრჩეველს მივმართავ! ჩემი საარჩევნო ფონდი გაიხსნა! მთაწმინდაზე 43.372 ამომრჩეველია! პირველ ტურში გასვლისთვის საჭიროა 21.687 ხმა! ჩემო ამომრჩეველო, მხარდაჭერის ნიშნად ყველას მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა (ანუ 3 ლარი) დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში:
საქართველოს ბანკი - GE24BG0000000730946400”, -წერს სალომე ზურაბიშვილი.