დიდუბის რაიონში 2 თვის განმავლობაში 93 ობიექტი გაკეთდა

დიდუბის რაიონში 2 თვის განმავლობაში 93 ობიექტი გაკეთდა

თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისათვის მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოს მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 93 სხვადასხვა სახის პროექტზე 806 453 ლარი დაიხარჯა.

24 ობიექტზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა

11 მისამართზე შეიცვალა მოძველებული წყალსაწრეტი მილები

8 მისამართზე აღდგა საერთო სარგებლობის კიბე

4 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა შიდა წყალ-კანალიზაცია, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა 

16 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები

მეტალის კარის  სენსორული სანათებისა და დომოფონის მონტაჟი

შშმ პირთათვის გაკეთდა პანდუსი

9 მისამართზე განხორციელდა მსხვილბლოკოვან კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია

ამორტიზებული 12 ლიფტი სრულად განახლდა

გამაგრდა 2 მსხვილი ობიექტი, ხოლო შენობის გამაგრებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა 3 მისამართისთვის.

თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, მოსახლეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.