ცოტა ხნის წინ გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლზე თავდასხმას მგზავრებთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ადგილზე ყვებიან, ტაქსის მძღოლს მგზავრობის თანხა არ გადაუხადეს, რასაც მასსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ „შეჩერებული და დადგენილია ორი პირი“.
„ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი მსუბუქადაა დაჭრილი.