აფეთქება თურქეთში - ხუთი დაღუპული

აფეთქება თურქეთში - ხუთი დაღუპული

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამხედრო ავტომობილის აფეთქებას 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა საავტომობილო გზაზე წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ააფეთქეს, როცა გზაზე სამხედრო ავტომობილი მოძრაობდა.

აფეთქების შედეგად, ავტომობილში მყოფი 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 8 - დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა პროვინციაში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყეს.