გერმანიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს. ადგილობრივი პრესა, ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავების ოპერაცია ქალაქ მუტერშტადტში ჩატარდა.
სამართალდამცველების ცნობით, ტერორისტი შესაძლოა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის პირი იყოს.
ცოტა ხნის წინ გერმანიაში ჩატარებული სოციოლიგიური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 77% მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში გერმანიაში ტერაქტები მოხდება.