დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი აბუსერიძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთანდა ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელთან, ხვიჩაჩალაბაშვილთან ერთად ვაზისუბნის IV მ/რ-ში ავარიული კორპუსები დაათვალიერა.დეპუტატმა და მერიის წარმომადგენლებმა პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და საკითხის უახლოეს მომავალში გადაჭრის გზები დასახეს.
დღესვე, ირაკლი აბუსერიძემ მერვე ლეგიონში, კერძოდ ძმები ორბელების ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებიდეპუტატის შუამდგომლობით ხორციელდება.