ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4 წევრი მძევლად აიყვანა.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, აშოტ აღარონიანის ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიარაღებული ჯგუფის ორი დაჭრილი წევრის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ისინი მძევლად აიყვანეს.
გუშინ საღამოს განყოფილების მიმდებარედ ორმხრივი სროლა მოხდა, შედეგად დაიჭრა პოლიციელი და შეარაღებული ჯგუფის ორი წევრი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები უკვე 10 დღეა იმყოფებიან. ისინი ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.