თურქეთის ელჩმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ თურქეთმა შესაძლოა, ნატო დატოვოს

თურქეთის ელჩმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ თურქეთმა შესაძლოა, ნატო დატოვოს

საქართველოში თურქეთის ელჩმა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ თურქეთმა შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დატოვოს. ამის შესახებ გუმრუქჩუმ თურქეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის მოსაზრებები, თითქოს თურქეთი ან გავა ნატო-დან, ან მას გაუშვებენ ნატო-დან, ან შეკრავს ახალ ალიანსს რუსეთთან, მსგავსი მოსაზრებები არის აბსოლუტურად არარეალისტური და მცდარი“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ჟურნალისტებთან საუბარში ის ასევე შეეხო სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება მხოლოდ საზოგადოებაში, ხოლო პარლამენტში მისი განხილვის ინიცირების მიზნით არ გადადგმულა არანაირი ნაბიჯი.