გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს ის საუბრობს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების კომენტირებისას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში არც მას ახსოვდა და არც მოსახლეობას, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავად ”დაივიწყა საკუთარი ფუნქციები”.
”სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში. დაგვავიწყდა არა იმიტომ რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმის გამო, რომ მათ თვითონ დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. დღეს ის ძალიან აქტიურია.
მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში როგორც ფაქტორი.
გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს საუბრობს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.