მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლეები უწყებაში დილიდან, ცალ-ცალკე მიდიან. მათ გამოკითხვაზე გამოცხადების უწყება გუშინ გაეგზავნათ.

ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე მთავარ პროკურატურაში დაბარებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, თუმცა როგორც ცნობილია, პაპუაშვილი საგამოძიებო უწყებაში მისვლას იქამდე არ გეგმავს, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.