NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ახალგაზრდები მეტად უჭერენ, ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი პასუხი 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 77 %-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 74-მა პროცენტმა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 64 %-მა გასცა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 14 %-ისთვის, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 15 %-სა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 20 %-სთვის.
შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ აირჩია 18-35 წლამდე რესპონდენტთა 9 %-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11 %-მა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 15 %-მა.