ირაკლი ზარქუა: მინდა ახალგაზრდებს მივმართოთ - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათი ამოცანა არის, რომ თქვენ გაგაკეთებინონ ბინძური საქმეები

ირაკლი ზარქუა: მინდა ახალგაზრდებს მივმართოთ - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათი ამოცანა არის, რომ თქვენ გაგაკეთებინონ ბინძური საქმეები

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, დაკვეთებს ნუ შეასრულებთ, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათი ამოცანა არის, რომ თქვენ გაგაკეთებინონ ის ბინძური საქმეები, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

„არაერთხელ გაგაფრთხილეთ, მოგიყევით, მაგალითები წარმოგიდგინეთ. ყველა თქვენი პარტიის ლიდერი, ვინც ეს დაგიკვეთათ, ჩირგვში სხედან, იქიდან იძლევიან ინტერვიუებს, ზოგი ისვენებს, ზოგი მივლინებაში, ზოგი საქეიფოდ არის, ზოგი უქეიფოდ არის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო-სადგურებსა და რამდენიმე ადგილზე გამოჩენილი ძალადობრივი შინაარსის წარწერები აქტივისტ ნიკოლოზ ლაცაბიძესა და გახარიას თანაპარტიელს, დათო ფუთურიძის სახელს უკავშირდება.