ირაკლი ზარქუა: ამერიკელების, ხალხის ფული ემსახურებოდა რას - რომ აქ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და ამ უსამშობლოებმა შემდეგ გადატრიალებები მოახდინონ?

ირაკლი ზარქუა: ამერიკელების, ხალხის ფული ემსახურებოდა რას - რომ აქ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და ამ უსამშობლოებმა შემდეგ გადატრიალებები მოახდინონ?

ამერიკელების, ხალხის ფული ემსახურებოდა რას - რომ აქ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და ამ უსამშობლოებმა შემდეგ გადატრიალებები მოახდინონ?, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ამიტომ იყო, გაიგიჟეს თავი, რომ არ უნდოდათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება. აგერ ახლა გამჟღავნდა, მათ შორის, ერთ-ერთი USAID-ი, რომელიც მილიონობით აფინანსებს ამ ავანტიურებს, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ჩვენ ვიცით რა მხარდაჭერაც არის. სოროსის ფონდის, იმ ღირებულებების და იმ მრწამსის, რომ - მოკალი საკუთარი მამა, საკუთარი დედა, უარყავი ეკლესია, უარყავი მართლმადიდებლობა, უარყავი ტრადიციები, შენ უნდა ემსახურო მხოლოდ უცხო ქვეყანას. აი, ამ ღირებულებებით შთაგონებული ახალგაზრდები მოამზადეს. ამიტომაც იყო, რომ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ, რომელიც მოვიდა, მაშინვე შეაჩერა და თქვა, რომ დიახ, გადაიხედება ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დახარჯული თანხები ამა თუ იმ ქვეყანაში და სწორი მიდგომაა. ამერიკელების, ხალხის ფული ემსახურებოდა რას - რომ აქ გიგაურებმა, ლომჯარიებმა და ამ უსამშობლოებმა შემდეგ გადატრიალებები მოახდინონ?“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ში ჰაკერებმა USAID-ის გრანტების ბაზა გატეხეს, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.