ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ყველა მათი უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას - რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ყველა მათი უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას - რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა

ყველა მათი [ოპოზიციის] უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას - რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ გვახსოვს მოყოლებული 2008 წლის ომის შემდეგ ანტიქართული რეზოლუციებისა და განცხადებების კასკადი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.