დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: ეს არის ის მკრეხელური პრაქტიკა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ დანერგა

დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაურთან მივარდნაზე: ეს არის ის მკრეხელური პრაქტიკა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ დანერგა

დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაურის მიმართ „civic idea“-ს თანამშრომლის მხრიდან მილანის აეროპორტში განხორციელებულ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიერ დანერგილი მკრეხელური პრაქტიკა.

„ეს არის ის მკრეხელური პრაქტიკა, რომელიც დანერგა რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნამდვილი სახე, რომელიც უნდა აღიკვეთოს და მსგავსი რამ აღარ უნდა მოხედეს, რადგან ის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „civic idea“ თანამშრომლები, რომლის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ალუდა ღუდუშაურს მილანის აეროპორტში დაუპირისპირდნენ.