ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის- NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან.
გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლტიკა უნდა იყოს პროდასავლური, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული.
აღნიშნული მაჩვენებლები მარტში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით ივნისში მცირედით შეიცვალა. კერძოდ, თუ დღეს გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ქვეყნის პროდასავლურ კურსს, მარტში გამოკითხულთა 14% ფიქრობდა, რომ ქვეყნის კურსი პროდასავლური უნდა ყოფილიყო, ხოლო 5% მიიჩნევდა, რომ პრორუსული.
გამოკითხულთა 16% მიიჩნევდა მარტში, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პრორუსული უნდა ყოფილიყო, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან.
გამოკითხულთა 11-11%-მა, როგორც მარტში, ასევე ივნისში არ იცოდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის საგარეო კურსი.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.