"ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. ღონისძიება 26 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. მისამართი: ქალაქი ოზურგეთი, ილია ჭავჭავაძის #1