"იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება"

იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი წარმატებულად დასრულდეს, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოება. პრემიერის შეფასებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ერთის მხრივ, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორეს მხრივ ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს უშუალო მეზობლებთან, და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. ჩვენი მთავრობა არის ის ერთადერთი, მართლაც ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან და რომლისთვისაც უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, გვჯერა რომ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც აქ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეძლებს. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი ღირსეული კაცი, როგორიც არის გოგა გულორდავა, უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს და წალენჯიხას საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა პრემიერმა.