რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უახლოეს დღეებში ე.წ. მთავრობას დაითხოვს

რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უახლოეს დღეებში ე.წ. მთავრობას დაითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უახლოეს დღეებში ე.წ. მთავრობას დაითხოვს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ცნობით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებულია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრთან და ე.წ. გენერალურ პროკურორთან მიმართებაში.

როგორც „ინტერფაქსი“ აღნიშნავს, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს მიძღვნილი რეფერენდუმის ჩაშლის შემდეგ, ხაჯიმბამ განუცხადა სააგენტოს, რომ „აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების“ გაძლიერებას გეგმავს.