ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ტარდება. მანამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე მიუღებენ ერთობლივ განცხადებას.