დონალდ ტუსკი:   ნატო და ევროკავშირი ერთი საფრთხის წინაშე დგანან

დონალდ ტუსკი: ნატო და ევროკავშირი ერთი საფრთხის წინაშე დგანან

დღეს ნატო და ევროკავშირი ერთი საფრთხის წინაშე დგანან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში, ევროკავშირსა და ნატო-ს შორის გაფორმებული დეკლარაციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ნატო-ს და ევროკავშირს აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე სხვადასხვა გამოწვევები აქვს.

”ჩვენ გვჯერა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების. ახალ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ მეტ დაცულობას, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ნატო-ს, ევროკავშირის თუ ორივე ორგანიზაციის წევრია”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.