ძლიერი და წელში გამართული საქართველო ბევრად უფრო სწორად წარმართავს დაახლოების და თანამშრომლობის დიალოგს რუსეთთან

ძლიერი და წელში გამართული საქართველო ბევრად უფრო სწორად წარმართავს დაახლოების და თანამშრომლობის დიალოგს რუსეთთან

ძლიერი და წელში გამართული საქართველო ბევრად უფრო სწორად წარმართავს დაახლოების და თანამშრომლობის დიალოგს რუსეთთანაც, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატებიდან” აცნობეს, ირაკლი ალასანია, ნატო-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ალასანია გამოეხმაურა დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტიების წარმომადგენლებმა.

”ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მომავალი, საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს დანახული გვაქვს ნატო-სთან და ევროპასთან ერთად. ეს რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია თვითონ ნატო-ელებისთვისაც, რომ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მიხარია, რომ ის პაკეტი, რომელიც მივიღეთ წინა სამიტის დროს, ახლა უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვინც ამბობს, რომ ამით რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ძლიერი და წელში გამართული საქართველო ბევრად უფრო სწორად წარმართავს დაახლოების და თანამშრომლობის დიალოგს რუსეთთანაც“ , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.