ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ ვარშავაში განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.

”პირველად გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ველოდებით, რომ ამ კომისიის ფარგლებში განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობებში დგას და ასევე საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. ამ მიმართულებით ჩვენ ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ინტეგრაციის გზაზე”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.