დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები II კვარტალში 100%-ით შესრულდა

დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები II კვარტალში 100%-ით შესრულდა

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება, 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 100 % შესრულდა.

დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 821 400 ლარი 94 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა.

27 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 20 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, 26 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე, დომოფონისა და მეტალის კარის მონტაჟი.

ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 1 მისამართზე. მომზადდა შენობის გამაგრების 3 საპროექტო დოკუმენტაცია, 12 მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.

3 თვის განმავლობაში, დიდუბის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნის საფუძველზე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში, 244 განცხადება შემოვიდა.

განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.